დაპირისპირება აქციაზე

კირკიტაძე: თუ ვინმე გუშინ ძალადობდა, ესენი იყვნენ შსს-ს წარმომადგენლები

ჩემს სახლთან დილიდან პოლიცია იყო მობილზებული. ნამდვილად არ ვიცი, რა ხდებოდა. მას შემდეგ, რაც დავურეკე ადვოკატს და პრესას, 20 წუთი აბრახუნებდნენ კარებზე და შემდეგ დატოვეს ეზოც და სადაბრბაზოც. ეს გავს შეშინებული მთავრობის ნაბიჯს. მათ გადაწყვიტეს ასე ეურთიერთონ ხალხს და ოპოზიციას, ვერ გაიგეს ხალხის პროტესტი. მათ თუ გონიათ, რომ ასეთი ქმედებებით რამეს მიაღწევენ ძალიან ცდებიან. თუ ვინმე გუშინ ახორციელებდა ძალადობას, თუ ვინმე გვესხმოდა თავს ეს იყო შს სამინისტროს წარმომადგენლები. ჩვენ არავის თავს არ დავსხმივართ. ჩვენ მათ პირველივე მითითებაზე, რომ გომბორის გადასასვლელი იყო ჩაკეტილი გავეშურეთ სხვა გზით თელავისკენ, შემდგომ იცით როგორც განვითარდა მოვლენები და პირიქით, თუ ვინმე იყო გუშინ გასული კანონიდან ეს იყო შს სამინისტროა.

ენმ-ის წევრი დავით კირკიტაძე მის სახლთან პოლიციის მობილიზების შესახებ საუბრობს. შსს ადასტურებს რომ მის სახლთან პოლიციის მობილიზება, გუშინ თელავში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებასზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.

კომენტარები