2019 წლის ბიუჯეტი

კაპანაძე: ბიუჯეტის დამტკიცებაც ვერ მოახერხეს, რაც ოცნების უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს

ბიუჯეტში ჩადებულია მაღალი ინფლაცია, გაზრდილია ვალი. არ არის შემცირებული ბიუროკრატიული ხარჯები. ამ ბიუჯეტის ათვისება არ ხდება და ყოველი წლის ბოლოს 200-250 ლარი რჩება მაშინ, როცა ეს ფული შეიძლება ბევრი მიმართულებით შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული. ბიუჯეტის პროექტის მიღებაც ვერ მოახერხეს, რაც ქართული ოცნების წევრების უპასუხისმგებლობაზე და იმაზე მეტყველებს, როგორი ჩამოშლილია სისტემა. ეს არის ლეგიტიმურობას მოკლებული ხელისუფლების სახე.

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ. გუშინ პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო, ბიუეჯტის პროექტის დამტკიცება ვერ მოხერხდა.

კომენტარები