ჯენიფერ ენისტონმა გაამხილა თუ რომელ მსახიობებს არ სურთ FRIENDS-ის დაბრუნება

unilad.co.uk

ნეტფლიქსმა 100 მილიონი დოლარი გადაიხადა იმისთვის, რომ ცნობილი სიტკომის “FRIENDS”-ის ნახვა მის სერვისზე შეგვძლებოდა.

სერიალის ფანები დიდი ხანია ითხოვენ და ელოდებიან სერიალის განახლებას. მოხდება ეს თუ არა კითხვის საგანია, თუმცა ჯენიფერ ენისტონმა The Late Late Show -თან ინტერვიუში დაასახელა ის გმირები, რომელიც ამის წინააღმდეგია.

“გოგოებს სურთ, რომ ეს მოხდეს, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ბიჭებს ეს ნაკლებად უნდათ. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გადავიღოთ  “ოქროს გოგონების” რიმეიქი 40 წლის შემდეგ. “ - თქვა ენისტონმა.

როგორც ჩანს მსახიობები - მეტ ლებლანკი, მეთიუ პერი და დევიდ შვიმერი სერიალის განახლებისა და დაბრუნების წინააღმდეგი არიან.

სერიალის პროდიუსერი კევინ ბრაითი, Metro-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ჯენიფერი იყო ერთ-ერთი პირველი, ვისაც დაბრუნება უნდოდა, თუმცა ის დაინტერესებული იყო ფილმის გადაღებით და არა სერიალით.

“შემდეგ ვფიქრობდით მონიკასა და შენდლერზე სერიების გადაღებაზე, თუმცა, ჩვენდა გასაკვირად, არც ერთ მათგანს არ უნდა ეს. “

მან ასევე დაამატა, რომ თუ სერიალი დაბრუნდება, სხვა მსახიობები ითამაშებენ და ეს არ იქნება ძველი შოუ.

კომენტარები