თეთრი სახლი

ჯონ კელი თეთრ სახლს ტოვებს

ჯონ კელი
Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ წლის ბოლოს შტაბის უფროსი გენერალი ჯონ კელი თეთრ სახლს დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით პრეზიდენტსა და შტაბის უფროსს შორის ურთიერთობა უკანასკნელ პერიოდში გაუარესდა, თუმცა ტრამპი ამბობს, რომ კელი შესანიშნავი პიროვნებაა და მის შემცვლელს უახლოეს დღეებში დაასახელებს.

ჯონ კელის წასვლის შესახებ ჭორები წარსულშიც რამდენჯერმე გავრცელდა. მათ შორის გენერალ კელის მოუწია საჯაროდ განემარტა, რომ დონალდ ტრამპისათვის "იდიოტი" არ უწოდებია, როგორც ეს ჟურნალისტ ბობ ვურვარდის წიგნშია.

ჯონ კელიმ პოსტი გასულ ივლისს დაიკავა. ეს ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ თეთრი სახლის თანამშრომლების დათხოვნის ან წასვლის 28-ე შემთხვევაა.

კომენტარები