Forbes-ის სია

ჟურნალმა FORBES-მა 2018 წლის ყველაზე გავლენიანი ქალების სია გამოაქვეყნა

ჟურნალმა FORBES-მა 2018 წლის ყველაზე გავლენიანი ქალების სია გამოაქვეყნა. 

პირველ ადგილზე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელია. მეორეზე ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი მესამე ადგილზეა. 

მეოთხე პოზიციაზე "გენერალ მოტორსის" ხელმღვანელი მერი ბარაა. ხუთეულს ამერიკელი ბიზნესვუმენი აბიგაილ ჯონსოსნი ასრულებს. 

შემდეგი ადგილები ასე გადანაწილდა:

6. მელინდა გეიტსი;

7. სუზან ვუჯეცკი;

8. ანა პატრიცია ბოტინი;

9. მერილინ ჰევსონი;

10. ჯინი რომეთი.

სიაში არიან მსოფლიოში გამოჩენილი პოლიტიკოსები, მეცნიერები, ბიზნესვუმენები, მსახიობები და სხვა. 

FORBES-ის ინფორმაციით, ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში ამერიკელმა ტელე-წამყვანმა ოპრა უინფრიმ მეოცე ადგილი დაიკავა. 23-24 ადგილებს ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე და ივანკა ტრამპი ინაწილებენ. 

მოდის ინდუსტრიის ცნობილი წარმომადგენელი ანა ვენტურა 48 ადგილზეა. ლიეტუვას პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე 63-ე ადგილზეა. მომღერლები ბიონსე და ტეილორ სვიფტი 50 და 68 ადგილებზე არიან. 

ჩოგბურთელი სელენა უილიამსი 79-ე ადგილზეა. 94-ე პოზიციაზეა მსახიობი პრიანკა ჩოპრა

2018 წლის ყველაზე გავლენიანი ქალების სრული სია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

კომენტარები