ზაზა სარალიძე

სარალიძე: მადლობა კალაძეს და საპატრულოს უფროსს, ეს ადამიანი რომ არა დენი არ გვექნებოდა

შეშის ღუმელები მოვიტანეთ, სავსეა კარავი შეშით. მერე მოვიდა პატრულის უფროსი და გვითხრა, დენს გამოგიყვანენ, ესენი არ დადგათო. მან ადამიანური თვალით შემოგვხედა. მადლობას გადავუხდი კახა კალაძეს და იმ ადამიანს, გოგა მემანიშვილს, რომელიც არის აქ საპატრულოს უფროსი, ვინც იცავს ჩვენს უსაფრთხოებას. ეს ადამიანი რომ არ ყოფილიყო, არც დენი იქნებოდა და არც არაფერი. მან დაამყარა კომუნიკაცია თავის უფროსებთან, როგორც ჩანს, მერიასთან მივიდა ეს ჩვენი პირობა და დენი გამოგვიყვანეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა ზაზა სარალიძემ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გაშლილ კარვებში თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური ელექტროენერგიის მონტაჟს დაიწყებს. მიზეზი აქციის მონაწილეებისთვის უწყვეტი ელეტროენერგიის მიწოდებაა.

კომენტარები