ვფიქრობ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ და გრიგოლ ვაშაძემ, ზოგადად ამ მიმართულებამ, არ ვიცი, რა ვუწოდო, მნიშვნელოვნად დაკარგა მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა არაადეკვატური განცხადებები გააკეთა... ეს ის არის, რაც ყველა შემთხვევაში საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ აწყობს, არა თუ არ აწყობს, შიშით უყურებს ასეთ პერსპექტივას. დესტაბილიზაცია არ არის მარტო სააკაშვილის ამოჩემება, ვფიქრობ, რომ ის გარკვეული გეგმითაც მოქმედებს. მას გააჩნია გარკვეული სტრატეგიული გეგმა და ამ გეგმის ნაწილია დესტაბილიზაცია
არჩევნები 2018
ვოლსკი: სააკაშვილის არაადეკვატური განცხადებების მერე, ენმ-მ მნიშვნელოვნად დაკარგა მხარდაჭერა
tbl.ge/3ayk
დაკოპირდა

ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე. ყოფილმა პრეზიდენტმა ეგზიტპოლების გაგების შემდეგ, მხარდამჭერებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა, თუმცა, მისმა თანაპარტიელებმა თქვეს, რომ "ეს არის ერთი ადამიანის პირადი აზრი".
ამავე თემაზე
- ელისაშვილი შავგულიძეზე: ჩვენ არ გვყავს ყმები, რომ ვუთხრათ, ჰაიტ, ამას მიეცით ხმა
- კახაძე: იმედია, მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით
- სტოლტენბერგი არჩევნებზე: ძალიან გვსურს, გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები
- პრეზიდენტი: II ტურის წინ ენმ-ის წინააღმდეგ კამპანიას არც ვეთანხმებოდი, არც ვეწინააღმდეგებოდი
- მალმსტრომი: პასუხი უნდა გაეცეს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს




