არჩევნები 2018

სამადაშვილი: ქართველი ხალხი მზადაა ცვლილებებისთვის, მაგრამ არა სტაბილური განვითარების ხარჯზე

პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც მხარი დაუჭირა ოპოზიციის კანდიდატს. ასევე მათ, ვინც ბოლომდე იბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილთან პოლიტიკური ბრძოლა, დავითის და გოლიათის შერკინებაა. დღეს ქართული დემოკრატია სწორედ თქვენს მხრებზე დგას. ჩვენი სამშობლო ძალიან დიდ ვალშია ყოველ თქვენთაგანთან.

თანამედროვე დემოკრატიის შექმნა, მძიმე ომია, ამ ომში წაგებულმა ბრძოლამ, არასდროს უნდა წაგვართვას გამარჯვების რწმენა. მორალური უპირატესობა კი, არაა მცირე გამარჯვება. ხშირად, მოგებაზე უფრო მეტს ნიშნავს. ოპოზიციის მხარდაჭერა იზრდება, ივანიშვილის-მცირდება, რაც ჩვენი გამარჯვებით დასრულდება, აუცილებლად.

შეეხება შეცდომებს, შემიძლია მხოლოდ ჩემი აზრი გითხრათ - ქართველი ხალხი მზად არის ცვლილებებისთვის, მაგრამ არა სტაბილური განვითარების ხარჯზე. ვფიქრობ, კიდევ ერთხელ შეცდება ის, ვინც ამ დასკვნას ვერ გამოიტანს დღევანდელი დღიდან

წერს ენმ-ის დეპუტატი სალომე სამადაშვილი არჩევნების შედეგების შესახებ.

კომენტარები