არჩევნები 2018

კალაძე: ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ უთხრა უარი ძალადობას

მინდა გამოვხატო პატივისცემა თითოეული ჩვენი თანამოქალაქის მიმართ, განურჩევლად იმისა, თუ რა პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა მან დღეს. დღევანდელი არჩევნები არ იყო მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები. ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ უთხრა მკაფიო და ხმამაღალი უარი სიცრუეს, სიძულვილსა და ძალადობას და მხარი დაუჭირა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლისთვისაც ადამიანი უზენაესი ღირებულება, მისი ღირსების დაცვა კი - უმთავრესი პრიორიტეტია.

ეს იყო არჩევნები, რომელზეც ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ მოგვანიჭა მანდატი, რათა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ეკონომიკის განსავითარებლად, ადამიანების სოციალური დაცვის გარანტიების გასაუმჯობესებლად, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოზიციების გასაძლიერებლად

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. იმედის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით სალომე ზურაბიშვილს 58% აქვს, ხოლო რუსთავი 2-ის დაკვეთით - 55%.

კომენტარები