არჩევნები 2018

მეზვრიშვილი: არჩევნებამდე ყოფითი დანაშაული ხშირად პოლიტიკური მოტივით ჩადენილად ფასდებოდა

სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყოფით ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები ხშირად ფასდებოდა როგორც პოლიტიკური მოტივით ჩადენილი, რაც ჩვენს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, უმრავლეს შემთხვევაში, არ დადასტურდა. ამასთან, პოლიტიკური მოტივი გამოიკვეთა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში, სადაც დადგა შესაბამისი პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი;

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეს განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ნათია მეზვრიშვილმა წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების დღეზე ისაუბრა.

კომენტარები