ის, რასაც ელოდნენ ეგზიტპოლების მერე, მეც კი გამომიყვანეს, ეს იყო სირცხვილი, ძალიან მკაცრი საუბარი გვქონდა ამის შემდეგ, არათუ გრძნობადობა, მოლოდინი ჰქონდათ აბსოლუტურად აცდენილი რეალობასთან, 14% ცდომილება სირცხვილია, ამას კვლევა აღარ ჰქვია, დამეთანხმებით.
მე კარგად დავინახე, ვხედავდი და ზოგი ჭირი მარგებელია, მე ძალიან მიყვარს ეს გამონათქვამი, თვითონ გუნდმაც მიიღო ცივი შხაპი და ყველაზე სასიამოვნო რაც არის - დავინახეთ, რომ საზოგადოება თურმე აფასებს, როგორც იქცევი და იქცევა შესატყვისად, კარგად გაიგო ხალხმა და კარგად აგრძნობინა გუნდსაც





