არჩევნები 2018

კალაძე NGO-ებზე: მეორე ტური რომ არ ყოფილიყო, ვალების განულებაზე რას იტყოდნენ?

ძალიან მიხარია, რომ პრობლემა, რომელიც 600 ათასზე მეტ ადამიანს აწუხებდა, მოიხსნება. ძალიან რთულია, ეს დაუკავშირო არჩევნებს. პირველ ტურში რომ დამთავრებულიყო არჩევნები და მერე რომ გამოცხადებულიყო ეს გააწყვეტილება, მაშინ რას იტყოდნენ? არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა თუ არის კითხვები, შესაბამისი სამსახურები ალბათ დაინტერესდებიან

დედაქალაქის მერი კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკულ განცხადებას ეხმაურება, რომლებმაც ე.წ შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის სესხების განულების ინიციატივა ამომრჩევლის მოსყიდვად შეაფასა.

კომენტარები