კვლევა

მარტო ცხოვრების მერე საცხოვრებლად მშობლებთან გადასვლა, შესაძლოა ჯანმრთელობისთვის ცუდი იყოს

Trainspotting

ახალი კვლევის მიხედვით, მარტო ცხოვრების შემდეგ მშობლებთან ერთად საცხოვრებლად გადასვლა, შესაძლოა ცუდი იყოს მენტალური ჯანმრთელობისთვის.

კვლევა ჟურნალ Society and Mental Health-ში გამოქვეყნდა, მკვლევარმა ჯენიფერ კაპუტომ აღმოაჩინა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც დამოუკიდებლად ცხოვრობენ ნაკლებად არიან დეპრესიაში, უკეთესი ფინანსური მდგომარეობა აქვთ, სამსახურსა და პირად ცხოვრებაში უფრო მეტ წარმატებას აღწევენ, ვიდრე ის ახალგაზრდები, რომლებიც მშობლებთან ერთად ცხოვრობენ.

ასევე, კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მარტო ცხოვრების შემდეგ მშობლებთან ერთად საცხოვრებლად გადადიან უფრო დეპრესიულები და ხანდახან უფრო წარუმატებლებიც ხდებიან.

"ჩემმა კვლევამ ანახა, რომ მარტო ცხოვრების შემდეგ მშობლებთან დაბრუნებამ შესაძლოა გაზარდოს დეპრესიის რისკები. დამოუკიდებლად ცხოვრება ახალგაზრდებს მეტი ძალაუფლების შეგრძენებას ანიჭებს, ამის დაკარგვა კი მათთვის შესაძლოა იმედგამაცრუებელი იყოს, რაც სახიფათოა მენტალური ჯანმრთელობისთვის", - თქვა ჯენიფერ კაპუტომ.

კლევისთვის, ჯენიფერ კაპუტომ 20 000 ახალგაზრდის [მეშვიდე კლასიდან მეთორმეტე კლასამდე] მონაცემები გამოიკვლია.

კომენტარები