არჩევნები 2018

გოცირიძე: მთავრობა რა შუაშია, თუ ამას ”ქართუ” აკეთებს? ან ქართუ რას აკეთებს, ვინმემ გაიგო?

გაუგებარია მთავრობის ინიციატივა ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით. ან მთავრობა რა შუაშია, თუ ამას ”ქართუ” აკეთებს? ან ქართუ რას აკეთებს, ვინმემ გაიგო?

საუბარია 2 ათას ლარამდე უიმედო სესხების ჩამოწერაზე. ყოველწლიურად კომერციული ბანკები ისედაც ახდენენ მსგავსი სესხების ჩამოწერას. შარშან 70 მილიონი ლარი იქნა ჩამოწერილი. ბოლო ათ წელიწადში საშუალოდ 50 მილიონი ლარის ოდენობის უიმედო ვალის ჩამოწერა ხდება ყოველწლიურად საშუალოდ. როგორც ჩანს, კომერციულ ბანკებს წაეშველება ქართუ რამდენიმე ათეული მილიონით. ზღაპარია მილიარდნახევარ ლარზე საუბარი. უნდათ რაღაც იდეის წინასაარჩევნოდ შეფუთვა. 

რომელი დაპირება შესრულდა:

600 მილიონი ევროს ღირებულების სიმსივნის თერაპიის ცენტრი?

500 მილიონი ევროს ღირებულების ქუთაისის უნივერსიტეტი?

ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის აგრარული უფასო ფულის ფონდი?

120 მილიონი დოლარის ღირებულების სოფლის საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა?

ასეთივე ბლეფია მილიარდნახევრის ჩამოწერა. თავი ფული რამდენჯერმე ნაკლებია და უიმედო სესხების ჩამოწერა ბანკებთან ერთად ქართუს მონაწილეობით მორიგი საარჩევნო ტრიუკია. 
პირველ ტურამდე რატომ არ გააკეთეს? კარგი ყოფილა სახელისუფლებო კანდიდატის წაგება. მეორე ტურში რომ წააგებს, იქნებ მართლა დაიწყოს ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა?

პრემიერმინისტრის დღევანდელი განცხადება არის ამომრჩევლის მოსყიდვა, მაგრამ ხმასაც კი არ ამოვიღებთ, ოღონდ რაიმე გააკეთონ. როცა სინამდვილე გაირკვევა, აღმოჩნდება, რომ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს

წერს Facebook-ზე ენმ-ის დეპუტატი რომან გოცირიძე ე.წ შავ სიაში მყოფი 600 000-ზე მეტი მოქალაქისთვის ვალების განულებაზე. ფინანსთა მინისტრის თქმით, "ძირი და ჯარიმები ყველაფერი არის მილიარდნახევრამდე. და ამ თანხას სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი ქართუ".

კომენტარები