ირაკლი ფირცხალავა

კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ციხიდან საავადმყოფოშია გადაყვანილი

თეორემა/ტაბულა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

უწყება მისი ჯანმრთელობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ასაჯაროებს, რომელსაც ტაბულა არ აქვეყნებს. პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ განცხადებას პატიმრობაში მყოფი პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავას სპეციალისტის კონსულტაცია და ექოსკოპიური გამოკვლევა 29 აგვისტოს ჩაუტარდა, 25 სექტემბერსა და 13 ნოემბერს კი განმეორებითი ექოსკოპიური გამოკვლევა ჩაუტარეს, რის შედეგადაც იგივე სურათი გამოიკვეთა.

"მსჯავრდებული უჩივის საერთო სისუსტეს, გულისრევის შეგრძნებას, უმადობას, [...] ტკივილს, აღენიშნება წონაში კლება. ქირურგის რეკომენდაციით დაინიშნა ოპერაცია, რისთვისაც პენიტენციური სამსახურის მედპერსონალმა მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა მიიჩნია საჭიროდ. შესაბამისად, თავად მსჯავრდებულის თანხმობით მოხდა მისი გადაყვანა სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში [...] ოპერაციის ჩასატარებლად", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

კომენტარები