გიორგი ვოლსკი

ვოლსკი: ბევრი სულელი უჭერს მხარს ვაშაძეს, მაგრამ ჩვენ არ ვკადრულობთ ამის გამო გავაკრიტიკოთ

ბევრი სულელი უჭერს მხარს ვაშაძეს, მაგრამ ჩვენ არ ვკადრულობთ იმას, რომ გამოვიდეთ და იმ მხარდაჭერის გამო გავაკრიტიკოთ ვაშაძე. მას განსაკუთრებული ცოდვები აქვს იმასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია მშვიდობიანი მოსახლეობის დატოვება ომის ზონაში, რამაც გამოიწვია ძალიან დიდი მსხვერპლი. იგი გვარწმუნებდა, რომ რუსეთი არ არის ჩართული, რომ ორ საათში მოაგვარებენ ვითარებას, რომ მოსკოვში მას იწვევენ საქმეების გასარკვევად, თუ რატომ ჩადის კოკოითი ასეთ პროვოკაციას. ეს არის ვაშაძე, ეს არის ბაქრაძე და რასაკვირველია, მთავარი ბრძანების გამცემი...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი ეხმაურება მინისტრის ყოფილი მოადგილის, ფოტოგრაფ იური მეჩითოვის განცხადებას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერია. მეჩითოვმა ალ ჯაზირასთან თქვა, რომ 9 აპრილი იყო "გეგმა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. არავის სურდა ვინმეს მოკვლა. ისინი ყველა ჭყლეტაში დაიღუპნენ. 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. ჭრილობები ჰქონდათ, მაგრამ ისინი განზრახ არავის მოუკლავს".

კომენტარები