სალომე ზურაბიშვილი

სააკაშვილი: არამგონია რომელიმე სამხედრო ემუქრებოდეს მოღალატეს და მის ოჯახს

არამგონია მართლა რომელიმე სამხედრო ემუქრებოდეს მოღალატეს და მის ოჯახს, ეს დიდი ალბათობით ტყუილია, როგორც ბევრი სხვა რამ. თუ ამ განცხადებას რამე საფუძველი აქვს, პოლიცია და სუსი მათ ხელშია და მიაკვლიონ, ის კი უტყუარი ფაქტია, რომ მოღალატე სალომე ნამდვილად ემუქრება ჩვენ გმირ სამხედროებს ციხეში ჩასმით იმისთვის, რომ მათ დაიცვეს სამშობლო და ამას ის ვერანაირი ვირეშმაკობით და თავის მოკატუნებით ვერ გადაფარავს.

დაწერა საკუთარ Facebook გვერდზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის შესახებ, სადაც ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას და მის შვილებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

კომენტარები