სალომე ზურაბიშვილი

კალაძე: დაემუქრო ადამიანს სიცოცხლის მოსპობით, ეს უკვე მეტისმეტია

პირველ რიგში, შესაბამისი სამსახურები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ და ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. სიმართლე გითხრათ, არაფერი მიკვირს, ისეთ ვითარებაში მიმდინარეობდა მთელი საარჩევნო კამპანია – შეურაცხყოფებით, ტყუილით, სიცრუეზე დაფუძნებული პროპაგანდით, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია, დაემუქრო ადამიანს სიცოცხლის მოსპობით. ამას სჭირდება მკაცრი რეაგირება და შესაბამისი პასუხი ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ზარები განახორციელა. ყველაზე მთავარი რაც სჭირდება დღეს ქვეყანას, ეს არის ერთობა, კონსოლიდაცია, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და ეს პირველ რიგში ჩვენ, პოლიტიკოსებმა უნდა დავანახოთ საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია ისევ და ისევ ჩვენი სამშობლოსთვის და ქვეყნისთვის ეს ყველაფერი.

თბილისის მერი კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის შესახებ, სადაც ზურაბიშვილმა თქვა,რომ მას და მის შვილებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

კომენტარები