არჩევნები 2018

სანდრა რულოვსი: 6 წელია დაკარგული და ჩვენ ამას აუცილებლად ავანაზღაურებთ

ჩვენ ახლა ძალიან რთული პერიოდი უნდა გადავლახოთ.ჩვენი ძალიან დიდი ძალისხმევა, მოთმინება იქნება საჭირო, რომ ლამაზად, მშვიდად ეს პირველი ტურის გამარჯვება გადავაქციოთ მეორე ტურის გამარჯვებაში და ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს. არჩევანი უფრო მარტივი გახდა, მარტო ორი კანდიდატი დარჩა. მაგრამ მათ შორის არის დიდი სხვაობა. მე ვიტყოდი, რომ ერთი არის წინსვლა, მეორე, უკუსვლა. მათ შორის ძალიან ადვილი უნდა იყოს არჩევანი. ვინც უკუსვლის მხარესაა, არ შეიძლება რომ უკუსვლა ასოცირდებოდეს ევროპელობასთან, კეთილდღეობასთან, არ შეიძლება უკუსვლა ასოცირდებოდეს სტაბილურობასთან, ეკონომიკურ ზრდასთან, მშვიდობასთან და ამიტომ ძალიან მარტივია ჩვენი არჩევანი, უნდა წავიდეთ წინ. ბევრი წელია დაკარგული, 6 წელი და ჩვენ ამას აუცილებლად ავანაზღაურებთ, მაგრამ კიდევ რატომ არ გვაქვს დრო, რომ მოვითმინოთ 2030-მდე? იმიტომ რომ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი მშობლებისთვის, ვინც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, მათთვისაც იყოს ცვლილება. რომ იყოს იმედი ქვეყანაში. რომ იყოს ნაპერწკალი თვალებში.დავდგეთ ამ ფრონტზე და ისევ ვიბრძოლოთ, რომ წავიდეს ქვეყანა წინ. ამ კურსის შეცვლა მოხდება აუცილებლად გრიგოლ ვაშაძის მეშვეობით.

ბათუმში "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებს, საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა სიტყვით მიმართა.

კომენტარები