არჩევნები 2018

ვაშაძე: როდესაც მოვუწოდებ 50 ან 100 ათას ადამიანს გამოვიდნენ ქუჩაში, ვინ შეაკავებს ამას?

პრეზიდენტი უმაღლესი მთავარსარდალია, ქვეყნის მთავარი წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში. მას აქვს ვეტოს უფლება, პრემიერმინისტრის დამტკიცების უფლებამოსილება, შეწყალების უფლება და მრავალი სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი. არ დაგვავიწყდეს, რომ კონსტიტუციას აქვს სულისკვეთება და სიტყვა. სულისკვეთება ნიშნავს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას. ვერავინ შემაკავებს ამისგან. ვნახავდი ნებისმიერ მთავრობას, როდესაც მე მოვუწოდებ 50 ან 100 ათას ჩემს თანამემამულეს, გამოვიდნენ ქუჩებში და შეუერთდნენ ჩემს პროტესტს. ვინ შეაკავებს ამას? მხოლოდ წარმოიდგინეთ. 

პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ "დოიჩე ველეს" ინტერვიუ მისცა. ჟურნალისტის კითხვაზე, რომ პრეზიდენტის როლი საკმაოდ სიმბოლურია და რეალურად მას არანაირი აღმასრულებელი ძალაუფლება არ აქვს და რატომ არის არჩევნები ასეთი მნიშვნელოვანი, ვაშაძემ თქვა, რომ ეს სისულელეა და პრეზიდენტს მრავალი უფლებამოსილება აქვს.

კომენტარები