ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, თუ რამდენად უმნიშვნელოა საოკუპაციო რეჟიმისთვის ადამიანი, ადამიანის ინტერესები, მათი უფლებები, რამდენად არ აქვს მნიშვნელობა - იქნება ეს ქართველი, აფხაზი, თუ ოსი. მას აქვს ერთი სამხედრო და როგორც თავად ფიქრობენ, სტრატეგიული და პოლიტიკური ინტერესი. რა თქმა უნდა, აქვე იკითხება ეს კონტექსტიც, რომ დღეს, წინასაარჩევნო გარემოში კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შექმნან, ეს მორიგი პროვოკაცია განახორციელონ სწორედ იმისთვის, რომ მეტი ზეწოლა მოახდინონ მოსახლეობაზე
რუსული ოკუპაცია
ციხელაშვილი: საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს, წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შექმნას
tbl.ge/38mj
დაკოპირდა

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი რუსი ოკუპანტების მიერ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან, 1 კილომეტრის მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრებას აფასებს.
ამავე თემაზე
- ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
- კობახიძე: არაერთხელ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან კამერების გარეშე
- ბერშუეთის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
- გაერომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
- კალასის თქმით, EU-ს უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის




