არჩევნები 2018

ვაშაძე: ოპოზიცია, როგორც კი მას მიეცემა ხელისუფლება, ამნისტიის უფლებას გამოიყენებს

გაერთიანებული ოპოზიცია, როგორც კი მას მიეცემა ხელისუფლება, აპირებს შეიწყალოს უპირველეს ყოვლისა, დედები, რომლებსაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები და არ აქვთ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი. ადამიანები, ვისაც აქვთ სამეურნეო დანაშაული ჩადენილი, ადამიანები, ვისაც რაღაც ზღვრამდე, სამოქალაქო საზოგადოება გვეხმარება ამ ზღვარის დადგენაში, ეკონომიკური დანაშაული. ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ ციხეში არიან, მატ შორის, ძალიან ნიჭიერი, ხელოვანი ადამიანი, რომლებიც ნარკოტიკების შენახვა-შეძენაზე არიან დაკავებულები ან მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის. აი, რას ვაპირებთ ჩვენ, რაც შეეხება ამნისტიას და შეწყალებას.

მინდა შეგახსენოთ, ის რაც თქვენ [ქართული ოცნება] გააკეთეთ 2012 წლის 28 დეკემბერს, როდესაც დაძლიეთ პრეზიდენტ სააკაშვილის ვეტო და 1/4-ით შეუმსუბუქეთ სასჯელი, იმ ადამიანებს, რომლებსაც უკიდურესად მძიმე სისხლის დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი. ბესელიას, ფოფხაძის, და კვაჭანტირაძის მიერ ინიცირებული ამნისტიის შედეგად თავისუფლებაზე გამოუშვით რუსი ჯაშუშების შკრილნიკოვი და გევორქიანი და აგრეთვე მუხროვანის მეამბოხეები.

53%-ით არის გაზრდილი კრიმინალი, თვითონ დასდევთ იმათ, ვინც თქვენ ციხიდან გამოუშვით, რომ უკან დააბრუნოთ - მკვლელები, გამომძალველები და პედოფილები. ამნისტია უნდა შეეხოს ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ.

თქვა "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატმა - გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები