არჩევნები 2018

სააკაშვილი: ოქრუაშვილი ჩემი მეგობარი ვერასდროს გახდება, მაგრამ ერთად უნდა დავდგეთ

Reuters

მგონი ხვდებით, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ჩემი ახლო მეგობარი ვერასდროს გახდება, მაგრამ საერთო საქმეში ერთად უნდა დავდგეთ - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეხვედრას.  

როგორც სააკაშვილი facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, ის "რესპუბლიკური პარტიასთან" გაერთიანებასაც მიესალმება. 

“რესპუბლიკური პარტიის“ მთელ რიგ იდეოლოგიურ პოზიციებს არ ვიზიარებ, მაგრამ ნაღდად განათლებული კაცია ლევან ბერძენიშვილი. რაც მას ბოლო წლებში ნალანძღი ვყავარ, ერთი გრამი არ მახსოვს. ასეთი განათლებული ადამიანის მოსვლა ჩვენთვის ყოველთვის მისასალმებელია. მგონი ხვდებით, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ჩემი ახლო მეგობარი ვერასდროს გახდება. ამ კაცს ყველაფერი აქვს ნაკადრი, ბოლოს და ბოლოს მისი ჩვენებით ვარ გასამართლებული, მაგრამ საერთო საქმეში ერთად უნდა დავდგეთ და გამიხარდა, რომ ვაშაძესთან იყო სახლში. მნიშვნელობა არ აქვს მე როგორი დამოკიდებულება მაქვს. მნიშვნელოვანია ჩვენ როგორი დამოკიდებულება გვაქვს ჩვენს სამშობლოსთან - დღეს ეს არის გადამწყვეტი. გია ვაშაძეს ეს ნაბიჯი მოვუწონე და თუ შეუძლიათ საერთო საკითხებზე იმუშაონ, იმუშაონ",- ამბობს სააკაშვილი. 

გრიგოლ ვაშაძე და ირაკლი ოქრუაშვილი ერთმანეთს გუშინ, 3 ნოემბერს შეხვდნენ. შეხვედრა ოქრუაშვილის სახლში გაიმართა. საუბრის ვიდეოჩანაწერი მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-მ გაავრცელა. ოქრუაშვილის თქმით, ქვეყანა ჩიხშია და ის მზადაა წყენა დაივიწყოს, როცა "საქმე ქვეყანას ეხება". 

შეხვედრას გამოეხმაურა, "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა და აღნიშნა, რომ გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი ირაკლი ოქრუაშვილთან მორალურად უმძიმესია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა კი შეხვედრა "პოლიტიკური ლუსტრაციის პროცესის დაწყებად" შეაფასა.

კომენტარები