აუცილებელია პოლიტიკური სისტემის შეცვლა. ეს სისტემა არაფერს არასოდეს არ დაბადებს გარდა ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობისა. ჩვენ ეს სისტემა უნდა დავანგრიოთ და შევუცვალოთ სახე ეროვნულ ტრადიციებსა და დასავლურ ღირებულობებზე დავაფუძნოთ. ჩვენ გვჭირდება მრავალპარტიული პროდასავლური, პროფესიონალებით დაკომპლექტებული მთავრობა, სადაც ყველას ეცოდინება თავისი საქმე და სადაც არავინ იქნება ბიძაშვილ-მამიდაშვილობით არჩეული და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.
პირველი რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, იმიტომ რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა, არცერთი ის ადამიანი ვინც პარლამენტში და მთავრობაშია დღეს, არ იმსახურებს იქ ყოფნას და მას არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება არ აქვს იყოს იქ ხალხის ხარჯზე.





