არჩევნები 2018

სალომე ზურაბიშვილის შტაბში მხარდამჭერები იკრიბებიან, განცხადება 20:00-ზე გაკეთდება (ვიდეო)

ტაბულა

პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების შემდეგ პირველ განცხადებას, რამდენიმე წუთში გააკეთებს. ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში მედია და მხარდამჭერები უკვე შეიკრიბნენ. შტაბში მივიდა თბილისის მერი კახა კალაძეც.

პრეზიდენტობის კანდიდატის ბრიფინგი 20:00-ზე დაიწყება. მას ტაბულა LIVE-ში შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს მონაცემებით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, ხოლო "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37.74 %. 

კომენტარები