არჩევნები 2018

დოლიძე: ვაშაძის პირობა ახალიას და მერაბიშვილს შეწყალებაზე ნიშნავს არასტაბილურობას

გრიგოლ ვაშაძე არ არის მხოლოდ გრიგოლ ვაშაძე, ის არის პრობლემათა მთელი პაკეტი. ეს პრობლემები არის დათა ახალაია, ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი - ადამიანები, რომლებიც მხილებული არიან რეალურ, აქტიურ, ფართომასშტაბიან უფლებების დარღვევებში. წაიკითხეთ მაშინ მათივე პარტიაში მყოფი გიორგი ტუღუშის ანგარიშები, რომელიც თავის დროზე სახალხო დამცველი იყო. ვაშაძის პირობა იმისა, რომ ამ ადამიანებს შეიწყალებს და დააბრუნებს, ნიშნავს უდიდეს არასტაბილურობას ქვეყანაში. ამის დაშვება არ შეიძლება და მე ეს მომავალი არ მომწონს.

თქვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ანა დოლიძემ ტვ პალიტრის ეთერში არჩევნების შესახებ საუბრისას.

კომენტარები