ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 30 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

ხვალ, 30 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

კრწანისის რაიონი

16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, წინანაურის და კრწანისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შალვა დადიანის, აბესაძის და კოტე აბხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V და VI კვარტლების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანას, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-14 კილომეტრების, ჩაჩავას და გრიგოლ ფერაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, ხიზამბარელის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, მელითონეთა ქვემო დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, ნაკადულის, ქინძმარაულის, თამარის და დათო ყიფიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგურ ლილოს და ჭირნახილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"-აცხადებს თელასი.

კომენტარები