ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ყველა უბნის შედეგები გამოაქვეყნა. დათვლილია ხმების 100% და დადგენილია, რომ ჩატარდება არჩევნების მეორე ტური. მასში მონაწილეობას ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და ძალა ერთობაშიას კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ. ცესკოს მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა 28 ოქტომბრის არჩევნებში 38.64% ანუ 615 433 ხმა მიიღო, ხოლო დანარჩენმა 24-მა კანდიდატმა ერთად - 977 173 ხმა.
"ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს მხარი ამომრჩეველთა 37.74%-მა ანუ 600 970-მა მოქალაქემ დაუჭირა. მესამე ადგილზეა ევროპული საქართველოს კანდიდატი დავით ბაქრაძე 10.98%-ით (174 787 ხმა). მას მოსდევენ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი 59 612 ხმით (3.74%), დავით უსუფაშვილი (თავისუფალი დემოკრატები) 36 016 ხმით (2.26%) და ზურაბ ჯაფარიძე (გირჩი) 36 007 ხმით (2.26 %).
კიდევ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელმაც 1%-ზე მეტი მიიღო, კახა კუკავაა (თავისუფალი საქართველო) 21 170 ხმით (1.33%);
დანარჩენი 18 კანდიდატიდან, თემურ შაშიაშვილის და გიორგი ანდრიაძის გარდა, ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების ნახევარი პროცენტიც კი, თუმცა, ჯამში - 48 611 ხმა მიიღეს.
- გიორგი ანდრიაძე (დამოუკიდებელი) - 13 116 ხმა (0.82 %);
- თეიმურაზ შაშიაშვილი (დამოუკიდებელი) - 9 477 ხმა (0.6 %);
- თამარი ცხორაგაული (თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა) - 4003 ხმა (0.25 %);
- ბესარიონ თედიაშვილი (დამოუკიდებელი) - 3712 ხმა (0.23 %);
- მიხეილ სალუაშვილი (სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე) - 2 968 ხმა (0.19%);
- ლევანი ჩხეიძე (ახალი ქრისტიან-დემოკრატები) - 2 895 ხმა (0.18 %);
- აკაკი ასათიანი (ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი) - 1991 ხმა (0.13%);
- ვახტანგ გაბუნია (ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა) 1958 ხმა (0.12 %)
- გელა ხუციშვილი (საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა) - 1619 ხმა (0.1 %);
- კახაბერ ჭიჭინაძე (დამოუკიდებელი) - 1421 (0.09 %);
- მიხეილ ანთაძე (მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის) 1074 ხმა (0.07 %)
- გიორგი ლილუაშვილი (საქართველო) - 892 ხმა (0.06 %);
- ზვიად მეხატიშვილი (საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია) - 713 ხმა (0.04%);
- ოთარ მეუნარგია (მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს) - 664 ხმა (0.04 %);
- ვლადიმერ ნონიკაშვილი (დამოუკიდებელი) - 635 ხმა (0.04 %);
- ირაკლი გორგაძე (მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის) - 542 ხმა (0.03 %);
- ზვიადი ბაღდავაძე (სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო) - 481 ხმა (0.03 %);
- ზვიად იაშვილი (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) - 444 ხმა (0.03%);





