საზოგადოებისგან მკაცრი გაფრთხილება და გზავნილი მიღებულია. ჩვენ შევძელით, რომ კიდევ ერთი გაკვეთილი მიგვეღო და კიდევ ერთი გამოცდა ჩაგვებარებინა დემოკრატიაში. აღქმა იმისა, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი პირველივე ტურში იგებდა არჩევნებს, იყო აქედან გამომდინარე. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ შიდა პარტიულ კვლევებზე დაყრდნობა ამ შემთხვევაში არ იყო სწორი. პროპაგანდისტულმა მანქანამ, რომელიც ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“, ძალიან დიდი როლი შეასრულა ამ ყველაფერში. უამრავი პრობლემა დახატული "რუსთავი 2"-ის მიერ კონკრეტულად, რაც იყო აბსოლუტურად უტრირებული, ხშირ შემთხვევაში ვაწყდებოდით სიცრუეებსაც
არჩევნები 2018
მდინარაძე: ხალხისგან გაფრთხილება მიღებულია... მხოლოდ შიდა კვლევებზე დაყრდნობა არ იყო სწორი
tbl.ge/37ui
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე არჩევნების შედეგებზე, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის მეორე ტური ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში, მდინარაძე აცხადებდა, რომ კოორდინატორებისგან მიღებული ინფორმაციით, მათი მხარდაჭერილი კანდიდატი "დამაჯერებლად იმარჯვებდა".
ამავე თემაზე
- ელისაშვილი შავგულიძეზე: ჩვენ არ გვყავს ყმები, რომ ვუთხრათ, ჰაიტ, ამას მიეცით ხმა
- კახაძე: იმედია, მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით
- სტოლტენბერგი არჩევნებზე: ძალიან გვსურს, გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები
- პრეზიდენტი: II ტურის წინ ენმ-ის წინააღმდეგ კამპანიას არც ვეთანხმებოდი, არც ვეწინააღმდეგებოდი
- მალმსტრომი: პასუხი უნდა გაეცეს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს




