არჩევნები 2018

ივანიშვილი: "ფსიქოპროექტის" ეგზიტპოლის შედეგს ველოდით, ენმ-ს ექსცესების ცდუნება აქვს

ველოდით ამ შედეგს, ჩვენ მუდამ ვაცხადებდით 53-54%... ახლაც ახლოში ვართ, ხედავთ? ეს ეგზიტპოლია, ცესკო-ს დაველოდოთ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ახლოს ვიქნებით. ექსცესებს გეგმავენ, რომელზეც გაცხადება გააკეთეს, მაგრამ პოლიცია მობილიზებულია, სახელმწიფო უწყებები ყველანი მობილიზებულია. მე მგონი, ვერ შეძლებენ, თუმცა ეს განცდა და ეს ცდუნებები სულ აქვს ნაციონალურ მოძრაობას

ბიძინა ივანიშვილმა პარტიის მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ქართული ოცნების დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები მიულოცა. ფსიქომეტრის ეგზიტპოლით, ზურაბიშვილი 52.3%-ით იმარჯვებს, თუმცა, რუსთავი 2-ის და ევროპული საქართველოს დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, სალომე ზურაბიშვილს და გრიგოლ ვაშაძეს შორის მეორე ტური გაიმართება.

კომენტარები