პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მათი ინფორმაციით, ენმ-ის წარმომადგენლები ბოლნისში რამდენიმე უბანზე არჩევნების ჩაშლას გეგმავენ.
"დაგეგმილი აქვთ ბოლნისის 23-ე საარჩევნო ოლქში N27-ე, N54-ე, N40-ე და N43-ე უბნების ჩაშლა. ეს არის უმძიმესი სამართალდარღვევა, კანონდარღვევა და ვაფრთხილებთ ძალიან მკაცრად "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომ ისინი კანონის ფარგლებში მიიღებენ უმკაცრეს პასუხს ასეთ კანონდარღვევაზე.
აპირებენ უბნის ჩაშლას, დაგეგმილი აქვთ მძიმე პროვოკაცია და ვაფრთხილებთ ყველას, რომ ამასთან დაკავშირებით არის განსაზღვრული უმკაცრესი სანქცია, კანონმდებლობით და ისინი პასუხს აგებენ კანონის თანახმად უმკაცრესი ფორმით" - აცხადებს კობახიძე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ "ხელისუფლება აგონიაშია".





