ძალიან ბევრი ობიექტურად განაწყენებული ქართული ოცნების მხარდამჭერი დღეს არის დარჩენილი. აქაც მე მათ ვპირდები, რომ მაქსიმალურად აღვადგენ სამართლიანობას. ის, რაც ვერ მოხერხდა ჩემს დროს და მაშინ თავი უნდა ვიმართლო - ჩემი პრემიერმინისტრობის დროს, ერთი წელიწადი ვიყავი დაახლოებით პრემიერი, მე ძირითადად დაკავებული ვიყავი იმით, როგორ დამერწმუნებინა ჩვენი პარტნიორები, სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპელები, რომ მე არ ვარ ვიღაც დესტრუქციული ძალა, რომელიც მოვიდა იმისთვის, რომ საქართველო დაანგრიოს და ვიღაცას გადასცეს, რასაც უკიჟინებდნენ "ნაციონალები". მათ ჰქონდათ ძალიან კარგი კავშირები, ძალიან მეგობრული ურთიერთობები ჰქონდათ ამერიკასთან თუ ევროპასთან. თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, რაც არ ჩანდა ზემოთ და რასაც ვერ ვიტყვი დღესაც მედიაში, რა სიღრმეებში იყვნენ ჩასული და როგორი კავშირები ჰქონდათ და რამდენად მძიმე იყო ჩემი მაშინდელი ყოფა, თუ გნებავთ პრემიერის რანგში. ამას მიჰქონდა ძირითადად დრო.
tbl.ge/37hz
დაკოპირდა
ეს განცხადება ყოფილმა პრემიერმინისტრმა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ამავე თემაზე
- "მინდა გავიხსენო ნერუს სიტყვები" – თქვა თუ არა ნერუმ ივანიშვილის ნახსენები ციტატა
- ბილდტი: ივანიშვილის სიტყვები აჩვენებს, ის უძღვება EU-ს ღირებულებებთან გაუცხოებულ რეჟიმს
- ივანიშვილი: გლობალური ომის პარტია NATO-სა და ევროკავშირზე გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს
- ივანიშვილი: გლობალური ომის პარტიამ 2008 წელს საქართველო რუსეთს დააპირისპირა
- ივანიშვილი: 2012 წელს გარედან დანიშნული პოლიტიკოსების გასტუმრებით მისია შესრულებული მეგონა