ოჯახში ძალადობა

ყოფილ ცოლზე ძალადობასა და დასახიჩრებით მუქარაში ბრალდებულს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

flickr

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობასა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. პროკურატურის ინფორმაციით, დადასტურდა, რომ 2016 წლიდან მ.ა ყოფილ ცოლზე სისტემატურად ძალადობდა, შეურაცხყოფდა და ამცირებდა მას, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით.

"2017 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა მ.ა-მ ქუჩაში შეაჩერა ე.გ, ძლიერად დაუჭირა ხელი და უყვიროდა, რომ სამსახურისთვის თავი დაენებებინა. 2018 წლის 15 მარტს ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე მ.ა. შეუმჩნევლად მიუახლოვდა ე.გ-ს და ხმამაღლა გინება დაუწყო, რა დროსაც ანიშნა, რომ ჯიბეში ჰქონდა დანა და სახლიდან გამოსვლის შემთხვევაში დასახიჩრებით დაემუქრა" - აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ მ.ა 2018 წლის 29 მარტს, თბილისში დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია, ორი ეპიზოდი) და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები