განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრულად გაიზიარა.
"დადასტურდა, რომ 2018 წლის 7 აგვისტოს, ღამის საათებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ.ჯ-მ მეზობელს შ.დ.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით სამი ჭრილობა მიაყენა, მათ შორის ერთი გულმკერდის არეში. მიღებული ჭრილობების შედეგად შ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა" - აცხადებს უწყება.
სამართალდამცველებმა რ.ჯ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.





