კახიანის სახლის გაქურდვა

სამტრედიაში უმრავლესობის წევრის გიორგი კახიანის სახლი გაქურდეს

პარლამენტი

სამტრედიაში უმრავლესობის წევრის გიორგი კახიანის სახლი გაქურდეს. ინფორმაცია ტაბულას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

სატვირთო ავტომანქანებიდან 4 აკუმულატორის მოპარვისთის სამტრედიაში სამი პირი დააკავეს, მათგან ერთერთმა კი სახლის გაქურდვის ფაქტიც აღიარა, სწორედ ეს სახლი ეკუთვნის გიორგი კახიანს. 

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

კომენტარები