ფარული აუდიოჩანაწერები

ჩანაწერი: მოწმეს ჩვენების შესაცვლელად 10 000 ეკლესიის შესაწირ ყუთში ჩაუგდეს

რ2

რუსთავი 2-მა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც მირზა სუბელიანი სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს, დავით ცუხიშვილს ესაუბრება. 

სავარაუდოდ იგივე ჩანაწერი გაავრცელა დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამაც, თუმცა, უწყებამ არ მიუთითა, ვინ საუბრობს ჩანაწერებში. 

აუდიოფაილების მიხედვით, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი სუბელიანი დავით სარალიძის მკვლელობის საქმის მოწმე მენაბდისგან სასურველი ჩვენებების მისაღებად ქუჩის და ეკლესიის ავტორიტეტებს იყენებდა.

მოწმე მენაბდე დეკანოზ შიო მენაბდის შვილია. 

ჩანაწერის მიხედვით, დეკანოზ შიო მენაბდის შვილის ჩვენების შეცვლა 10 ათასი დაჯდა. ცუხიშვილი ამბობს, რომ ფული ეკლესიის შესაწირ ყუთში ჩააგდო. თუმცა, ცუხიშვილისვე თქმით, მენაბდემ ათი ათასი არ აიღო და შვილს ჩვენება არ შეაცვლევინა. 

დავით ცუხიშვილი - მოკლედ, ჩავაგდეთ დესიტ ტისიჩი ეკლესიაში, შესაწირში და ჩვენება შეიცვალა.

მირზა სუბელიანი - მამაოს შვილზეა ლაპარაკი.

დავით ცუხიშვილი - ჰო, მამაოს შვილს ჩავუგდეთ დესიტ ტისიჩი. ბიძა მაგის, ბრალდებულის ბიძა ამერიკაშია, მილიონერი ვინც არის. ჩვენ, მთელი მამაოები, რა ვიცი, თუ ვინმე მამაო ავტორიტეტი იყო და ქუჩის ბიჭები და ყველა, ამან დაუბრუნა ეს ათი ათასი და თავის შვილს ჩვენება არ შეაცვლევინა. ათი ათასი ჩაუგდეს, რომ ჩვენება შეეცვალა.

რ2-ის ცნობით, კურიერი ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს ყვებოდა, რომ დეკანოზ მენაბდის შვილმა წინასწარ და სასამართლო გამოძიებაში მიცემული ჩვენება დროებით საგამოძიებო კომისიასთან შეცვალა.
 

მეორე ფრაგმენტი

გლდანის ციხის ფარული ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ მოზარდებს შორის ახალი დაპირისპირების საფრთხე არსებობდა. მირზა სუბელიანის თავად ყვება, შურისძიების მიზნით როგორ დაადეს პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს დანა.

მირზა სუბელიანი - პირველ სკოლაში აბაროტის მისაცემად რომ წავიდა, გასვიანის ბავშვი რო დაითრია, პროკურატურას ვის მივწერე...

დავით ცუხიშვილი - მაშინ მისწერე შენ...

მირზა სუბელიანი - ერთ ჩემს მეგობრის შვილს დაადეს დანა. ამათმა ძმაკაცმა, დაღუპულების.

დავით ცუხიშვილი - აა, ჯერ კიდევ შაყულაშვილი იყო, ერთი კი არა, 7-8 ბიჭი მივწერეთ შაყულაშვილს, ვინც აბაროტზე დადიოდა.

 

მესამე ფრაგმენტი

მირზა სუბელიანი ცანაწერებში თბილისის ყოფილი პროკურორზე, მიხეილ შაყულაშვილზეც საუბრობს, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიას მისგან განსხვავებული ჩვენება მისცა და ამით სუბელიანის ტყუილი გამჟღავნდა. 

რუსთავი2-ის მოპოვებული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მოზარდების მკვლელობის საქმის ფალსიფიცირებაში შაყულაშვილიც მონაწილეობდა. ხორავას საქმის გახსნის სქემა ასეთი იყო - პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებდნენ იმას, რასაც მირზა სუბელიანი იტყოდა, მასთან თანხმდებოდა მოწმეთა ჩვენებებიც.

ჩანაწერით ირკვევა, რომ მითითებები, რომელსაც პროკურატურას მირზა სუბელიანი აძლევდა, პარალელურად მის ტელეფონში არქივდებოდა.

მირზა სუბელიანი - დაკავების წინა დღეს წაიღო ტელეფონი და გერმანიაშია. ბო...ლი ვიყო, ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩავატარებ და... მიშას კი არა, მთელ სამმართველოს დავაჭერინებ, ისეთი მიმოწერებია. კარგი, რაა, ეგ შემეშლებოდა ახლა მე.

ვიქტორ ჯაფარიძე - შენი და შაყულაშვილი?

მირზა სუბელიანი - აბა, რა!

ვიქტორ ჯაფარიძე - ჩანაწერები?

მირზა სუბელიანი - ყველაფერი, ძმაო, იმ დღის მომენტიდან. თხოვნები - აქეთ ამაში დამეხმარე, იმაში დამეხმარე...

ვიქტორ ჯაფარიძე - მიშათი?

მირზა სუბელიანი - აბა, რაა. მიშა რო...

ვიქტორ ჯაფარიძე - მაგის დედა...

მირზა სუბელიანი - მიშა რომ ლაპარაკობს და ტ..კს ათამაშებს. პირდაპირ მიმოწერებია. მაგაზე ვარ გაგიჟებული. თუ კაცი იმას არ ნახავს.

დავით ცუხიშვილი - თემა არი ერთი, რაა, ვიღაცა ხო წავიდა დათმობაზე. არავინ არ წავიდა დათმობაზე. როგორც პროკურორმა, პროცესუალურად თავის თავი გადაირჩინა.

ვიქტორ ჯაფარიძე - სამომავლოდ გააკეთა...

დავით ცუხიშვილი - იცი, რაა, 5 წლის მერე რომ ამოვარდეს, რომ მე ამასთან კომუნიკაცია მქონდა, მე პროცესუალურად დამიჭერენ. თავი დაიზღვია, საკუთარი ტ..ის გადასარჩენად გააკეთეს ეს.

მირზა სუბელიანი - ყველას ..-ზე კიდია საერთოდ, გაბოძემ რა გააკეთა, უარესი არ გააკეთა?

დავით ცუხიშვილი - რა შეიცვალა. რაც მაგან გააკეთა, რომ ამბობდა, მირზამაც თქვასო, შაყულაშვილს თავმოყვარეობა... თავი მოიჭრა. კაცი მეუბნება, აღშფოთებული მოვიდაო, ვეუბნები, სირცხვილი არ არის?

მირზა სუბელიანი - ჯერ სად მიშვებ, რატომ მიშვებ, ხო ხვდები, როგორი მომენტია. მე არ მაქვს პრეტენზია, არც ირაკლისთან, არც მამუკა ვასაძესთან... გაბიტაშვილთან მაქვს შეკითხვები, თუ შაყულაშივლი და გაბოძეს თავისთავად ეგეთი თემაა. ჰოდა, რომ ვნახე 6 თვე ეს ყ..ბი იყო და... ეს პროკურორები დიდის ამბით მხვდებოდნენ, ეხლა მე დებილი ვიყავი და ჩამწერის გარეშე მივსულიყავი?

დავით ცუხიშვილი - შაყულაშვილი ვაჟკაცურად მოიქცაო...

მირზა სუბელიანი - ირაკლისგან გამომდინარე მოიქცა კაცურად. მანდაც ეგეთი რაღაცა ხდებოდა. შაყულა და გაბიტა შეიკრნენ ირაკლის წინააღმდეგ. მე გეუბნები, ეგ 100 პროცენტია, რაა, გამორიცხული თემაა, მე ირაკლის რეაქციით ვხვდებოდი, რა ხდებოდა. იმან კიდევ, გახარიამ ვერ გაიგო, მე ირაკლი არა ვარო, რომ მითხრა, მაგას ეგონა შოთაძე. მე ირაკლი შოთაძე არ მყავდა მხედველობაში.
 

მეოთხე ფრაგმენტი 
 

მირზა სუბელიანი - მერაბ ფხაკაძის რამდენტომიანი მიმოწერა გვაქვს, რამდენი იქნება?

დავით ცუხიშვილი - დაახლოებით, ერთი 200 მესიჯამდე.

მირზა სუბელიანი - ვინ ითხოვდა დახმარებას?

დავით ცუხიშვილი - დახმარებას ეგენი ითხოვდნენ.

მირზა სუბელიანი - რომ მინდოდეს, ახლა ეგენი საქმის კურსში არ არიან, მე რა მაქვს.

დავით ცუხიშვილი - მირზა, ჩემპიონი ხარო, რომ არ უღალატეო..

 

კომენტარები