ინდოეთი

ინდოეთში ფესტივალის დროს ხალხს მატარებელი დაეჯახა - დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი

scroll.in

ინდოეთში ჰინდუს ფესტივალის დროს ხალხს მატარებელი დაეჯახა. მომხდარის შედეგად, დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაშავდა 200-ზე მეტი. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ფესტივალის მსვლელობისას ხალხის მასა ლიანდაგებზე იდგა, რა დროსაც მათ მატარებელი დაეჯახა. 

შემთხვევა ადგილობრივი დროით 18:30-ზე, პანჯაბის პროვინციაში მოხდა.

ინდოეთის პრემიერმინისტრმა ნარედრა მოდიმ დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს twitter-ის საშუალებით მიუსამძიმრა.

 

 

კომენტარები