ოჯახში ძალადობა

კაცს, რომელმაც ყოფილ ცოლს შვილის თანდასწრებით სცემა, 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

www.iranhumanrights.org

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, დადასტურდა, რომ 2018 წლის 27 მაისს, ვ.ა.-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლს, ი.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მოკვლით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ვ.ა. 2018 წლის 28 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვაწევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა.

კომენტარები