თბილისში, აგლაძის ქუჩაზე მდებარე ე.წ. ელიავას ბაზრობაზე რკინისა და პლასტმასის საამქროს შენობის ნაწილი დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით 200 კვ.მ. ფართი.
ამ დროისთვის უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს.





