ნიკოლ კიდმანს ჰოლივუდის კინოინსტიტუტი კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ჯილდოს გადასცემს.
დაჯილდოვების ცერემონია 4 ნოემბერს ბევერლი ჰილტონში გაიმართება და მას ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებიც დაესწრებიან.
51 წლის მსახიობს 30 წლიანი სამსახიობო კარიერა აქვს. კიდმანი პირველი ავსტრალიელი მსახიობი ქალია რომელმაც "ოსკარი" მიიღო