მე არ ვირიდებ თქვენს შეკითხვას, მაგრამ იმ პოზიციიდან, სადაც მე ვარ, ვგულისხმობ ჰააგასთან თანამშრომლობას, მინდა ყველას მოვუწოდო ფრთხილი განცხადებებისკენ, მოზომილი, აწონ-დაწონილი სიტყვებისკენ, რადგან ეს არ გახლავთ ნაცის, ქოცის ან "გუგავა მოვა"-ს რომ იძახის, იმ პარტიის საქმე, ეს არის ზოგად-ქართული და ეროვნული, სახელმწიფოებრივი საქმე. სამშობლო ერთნაირად სტკივა ყველას, რომელ პარტიასაც არ უნდა აძლევდეს ხმას, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი - ჩვენ ჩვენს მომავალ თაობებს, თუ ჩვენი სიცოცხლის დროს ვერ გაერთიანდა ჩვენი ქვეყანა, დავუტოვოთ მთავარი, ეს მთავარი არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, რომ საქართველო არის მთლიანი. ჩვენი მიზანია, დავუტოვოთ სასამართლო გადაწყვეტილებები, იქნება ეს სტრასბურგი თუ ჰააგა, სადაც ეწერება შავით თეთრზე, რომ საქართველო არის ერთი მთლიანი აფხაზეთით და ცხინვალის რეგიონით, ჩვენ თუ ეს ვერ დავტოვეთ, ჩათვალეთ, რომ ვერაფერი ვერ გავაკეთეთ, მე ყველას მოვუწოდებ, არამხოლოდ ქალბატონ სალომეს, არამედ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს, სულ ერთია, დღეს რა ჰქვიათ დანაყოფებს, ყველა კანდიდატს, რომ ამ თემაზე როცა საუბრობენ, გამოიჩინონ სიფრთხილე
tbl.ge/35rv
დაკოპირდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პირველი არხის ეთერში, კითხვაზე, რა ეტაპზეა ჰააგაში 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება და ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ხომ არ მოახდენს ნეგატიურ გავლენას საერთაშორისო სასამართლოებში აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების ძიებაზე.
ამავე თემაზე
- გაერომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
- კალასის თქმით, EU-ს უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
- 2 აპრილს, რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
- სუს: ოკუპანტების მიერ 2026 წლის 20 იანვარს დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
- სუს: ოკუპანტების მეირ 2025 წლის 23 დეკემბერს დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია




