დემნა გვასალია

დემნა გვასალია: აღმოვაჩინე, რომ კვლავ მიყვარს მოდა

Vogue.com

გუშინ პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში დემნა გვასალიამ Balenciaga-თვის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარმოადგინა.

ქართველმა დიზაინერმა ჟურნალ Vouge-თან კოლექციაზე და მის ხედვებზე ისაუბრა.

"ყოველთვის მქონდა "ვიდეო ტუნელის" იდეა, ეს გავს ადამიანის ციფრულ ტვინში ყოფნას. მოდის შოუები ადამიანების ტრანსპორტირებას ემსახურება, სხვა შემთხვევაში მას არანაირი აზრი არ აქვს. ეს ჰგავდა კინოზე მუშაობას, ადამიანების სხვა რეალობაში გადაყვანას, ამიტომ ეს დარჩება როგორც მოგონება", - ამბობს დემნა გვასალია.

პროექტის იდეა დემნა გვასალიას ჯონ რაფმანთან ერთად მოუვიდა, რომელიც Art Basel-ის წარმომადგენელია. 

"მინდოდა, რომ ჩვენი ლექსიკონიდან ბევრი რაღაცები ამომეღო, მაგრამ ამ ყველაფრისთვის ელეგანტურობის ახალი განზომილება შემეძინა. ჩვენ გამოწვევა დავუსახეთ საკუთარ თავებს, რომ შეგვეკერა დღევანდელი თაობისთვის. როგორ უნდა ჩაიცვან მათ კოსტუმი, როდესაც ის არასდროს ცმიათ? არ არსებობს აკრძალვა, რომ მაისურისა და ჰალსტუხის ერთად ჩაცმა არ შეიძლება, იმიტომ რომ პიჯაკი გახდა მაისური, რაღაცნაირად. ეს არის რაც მინდა რომ მეცვას", - ამბობს დემნა გვასალია.

ქართველმა დიზაინერმა მის მიერ შეკერილი ტანსაცმლის ფორმებზეც ისაუბრა.

"ყველაფერი იმაზეა, როგორ შეკერავ ლამაზ ფორმას, მინიმალური ჩართულობით. დიდი წილი კრისტობალ ბალენსიაგას მემკვიდრეობაა. სეზონის დიდი ნაწილი სწორედ ამაზეა, მაგრამ მე არქივები არ მინახავს ამისთვის. მე მაინტერესებს ტანსაცმლის კეთება დღევანდელობისთვის, რისი ჩაცმაც ხალხს მოუნდება. აღმოვაჩინე, რომ კვლავ მიყვარს მოდა", - ამბობს დემნა გვასალია.

დემნა გვასალია ესპანური მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორად 2015 წელს დაინიშნა.

კომენტარები