არჩევნები 2018

კობახიძე ვაშაძეზე: მოღალატე არის ის, ვისაც გულში აქვს მტრული სახელმწიფოს სიყვარული

უამრავი ფრაზა არსებობს გრიგოლ ვაშაძის, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, რომ მას უყვარს რუსეთი, ის არის რუსეთის განუყოფელი ნაწილი, რომ არ ვიცი... ფაქტობრივად, ჩვენ რუსეთის განუყოფელ ნაწილს "ვირჩევთ” პრეზიდენტად, უბრალოდ, ჩვენ ამაზე კამპანიის აგება არ გვინდა. როდესაც გრიგოლ ვაშაძე  გამოდის და ამბობს, რომ მის გულში მუდმივად რჩება რუსეთი და მას აქვს პრეტენზია საქართველოს პრეზიდენტობაზე, ეს არის უბრალოდ პარადოქსი. ამაზე ჩვენ უბრალოდ არ ვსაუბრობთ, არ გვინდა, მას დავემსგავსოთ...

ჩვენ გვესმის სპეკულაციები სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, გვესმის აბსოლუტურად ბინძური კამპანია, მოღალატე და ა.შ. მოღალატე თავისი არსით არის ის, ვისაც გულში აქვს მტრული სახელმწიფოს სიყვარული, ამ შემთხვევაში არის ეს გრიგოლ ვაშაძე. ამაზე საუბარი ჩვენ არ გვინდა. გვინდა, რომ ცივილიზებული, ევროპული ტიპის კამპანია წარვმართოთ და არ გვინდა, დავემსგავსოთ გრიგოლ ვაშაძეს, ევროპულ საქართველოს, ნაციონალურ მოძრაობას - ამ აბსოლუტურად მარგინალურ პოლიტიკურ ძალებს

პირველი არხის ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ენმ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, "საერთოდ, რუსეთი არის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, არ აქვს მნიშვნელობა, ჯიბეში რუსეთის პასპორტი მექნება თუ არა".

კომენტარები