თბილისობა 2018

ადგილები, სადაც თბილისობაზე გარევაჭრობა ნებადართული იქნება

თბილისის მერია

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისობის დღესასწაულზე გარევაჭრობა გარკვეულ ლოკაციებზე შესაძლებელი იქნება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, ეს ადგილები იქნება:

• ჩუღურეთში - ხეთაგუროვის სკვერიდან ბარათაშვილის ხიდამდე ტერიტორია;

• სამგორში - ვიქტორ კუპრავას ქუჩის N10, ე.წ. სვანების ბაზრობის ტერიტორია; 

• გლდანში - ხიზანიშვილის ქუჩაზე, გლდანის პარკსა და პოლიციის შენობას შორის არსებული სივრცე;

• დიდუბეში - სტანისლავსკის ქუჩაზე, „დიდუბე პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია, ასევე, დიღმის მასივში, პაიჭაძის ქუჩა N1-ში, სკვერის მიმდებარე ტერიტორია.

საბურთალოზე - სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია;

ვაკეში - გეგეშიძის ბაღი.

მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიებზე საკუთარი პროდუქციის წარმოდგენის საშუალება ნებისმიერ ადამიანს ექნება.

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საკუთარი პროდუქცია ამ სივრცეში წარმოადგინოს.  მათ ექნებათ შესაძლებლობა, აღნიშნულ ტერიტორიებზე შევიდნენ და თავიანთი პროდუქცია გაყიდონ“, - თქვა კახა კალაძემ.

„თბილისობა“ წელს, 6-7 ოქტომბერს გაიმართება.

 

კომენტარები