საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 18:00 საათიდან, ამინდის გაუარესების გამო, შავ ზღვაში მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი, რის გამოც საღამოს ზღვაში შესვლა იკრძალება.
„ტალღების სიმაღლე 3.5-დან 4-მეტრამდე მიაღწევს, რის გამოც ზღვაში შესვლა იკრძალება. ყველა სამაშველო კოშკურაზე აღიმართება წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს და გთხოვთ დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.