ირაკლი კობახიძე

კობახიძე: ბოლო წლებში საქართველომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა ნამდვილი დემოკრატიზაციისკენ

ბოლო წლებში საქართველომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა ნამდვილი დემოკრატიზაციისკენ: კერძო საკუთრების დაცვიდან დაწყებული, დასრულებული პენიტენციურ სისტემაში  კანონის უზენაესობის დამკვიდრებით, განხორციელებული რეფორმები ჭეშმარიტად შთამბეჭდავი და საერთაშორისოდ აღიარებულია.

მიმდინარე წელს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებამ სათავე დაუდო სრულ გარდაქმნას გაურკვეველი პოსტ-საბჭოთა რეალობიდან ბევრად მყარი დემოკრატიული სამართლებრივი სისტემისკენ. ახალი კონსტიტუცია ამკვიდრებს გაცილებით დაბალანსებულ და სტაბილურ ურთიერთობას ძალაუფლების შტოებს შორის და აღმოფხვრის ავტორიტარიზმის დაბრუნების პერსპექტივას.

და მაინც, ჩვენ გვაქვს რეალობა, რომ დემოკრატიზაციის წარმატება და თავისთავად, უკეთესი მმართველობა, არ არის საკმარისი ეფექტური კომუნიკაციისთვის შიდა და საერთაშორისო აუდიტორიასთან ჩვენი ერის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მათი დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევის შესახებ.

რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება პარადოქსული ვითარების წინაშე იდგა, წინამორბედი ადმინისტრაციისგან განსხვავებით. იმ დროს, როდესაც  წინა ხელისუფლებამ ძალისხმევა არ დაიშურა მოსახლეობის და საერთაშორისო საზოგადოების საკუთარ დემოკრატიულ მისწრაფებებში დასარწმუნებლად, რეალური ვითარება გაცილებით მძიმე იყო და კიდევ უფრო უარესდებოდა. არ არის გასაკვირი, რომ 2012 წლის შემდეგ, ისინი ყველა არჩევნებში დამარცხდნენ.

ამის საპირისპიროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მიუხედავად მასშტაბური რეფორმებისა, ცდილობს, ახსნას და  მოახდინოს კომუნიკაცია დემოკრატიზაციისკენ, სახელმწიფოს მშენებლობისა და ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული თითოეული წარმატების შესახებ.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმზე - „მრავალმხრივი მიდგომების შემუშავება საქართველოს დემოკრატიული ნარატივის გასამყარებლად“, სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

კომენტარები