საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2018 წლის იანვარ-ივნისში 24 312 ბავშვი ცოცხლად დაიბადა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 23 603 ადამიანი.
2018 წლის პირველ ნახევარში ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობამ გარდაცვლილების რიცხვს 709 ადამიანით გადააჭარბა.
ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი ქვეყნის 3 რეგიონში ფიქსირდება:
- თბილისი - 2 109
- აჭარა - 1 041
- ქვემო ქართლი - 674