სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ჩვენ დავბომბეთ ჩვენი ტერიტორიები და რა უფლება გვაქვს ახლა ვილაპარაკოთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. ეს არის ერთი ერთზე ის, რასაც ამბობდა მედვედევი. შეადარეთ ახლა ამ ქალის ნალაპარაკევი და მეთიუ ბრაიზა, რომელიც მაშინ იყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი წარმომადგენელი საქართველოსი და ზედმიწევნით ზუსტად იყო მოვლენების კურსში, რას ამბობს ამერიკელი და რას ამბობს ეს ვითომ ქართველი. მინდა ვუთხრა ყველას, მინდა ვუთხრა ქუთაისის თეატრში ძალით მიყვანილ ხალხს, ვინც იქ ტაშს უკრავდა სალომეს. ამ ქალის ფეხქვეშ უნდა იწვოდეს მიწა, ეს არის ჩვეულებრივი მოღალატე. ამ ქალის მიერ გაჟღერებული გზავნილები არის ის, რაც რუსეთს გაუადვილებს საქართველოს ტერიტორიების მიტაცების დააკანონებას. თუ ჩვენ თვითონ ამას არ დავაკანონებთ, რუსეთი ამას ვერასდროს და დააკანონებს. ეს არის კლასიკური ღალატი საქართველოსი. კლასიკური სქემა მტრის და ყველა ქართველ პატრიოტს, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, მოვუწოდებ ყველა ქართველ პატრიოტს, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, არ დაუშვას ამ ქალის მიერ საქართველოში თავისუფლად კამპანიის ჩატარებაც კი, პრეზიდენტად არჩევაზე აღარ ვსაუბრობ
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
სააკაშვილი ზურაბიშვილზე: ამ ქალის ფეხქვეშ უნდა იწვოდეს მიწა, ეს არის ჩვეულებრივი მოღალატე
tbl.ge/34dv
დაკოპირდა

საქართველოს ექსპეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს.
ამავე თემაზე
- კალაძე: ვგრძნობ, თუ როგორი სიტუაციაა, სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა 57-58 %-ით მოიგოს
- რუსთავის მერიასთან საარჩევნო პარაკლისი აღავლინეს
- ნარმანია: არასოდეს დამიტოვებია გვარდია
- ბუღაძე: მთავარი ისაა, რომ ივანიშვილის უგვანი და სახიფათო აბსოლუტიზმი შემცირდეს
- ნოდია: "ცხრა წლის" დაბრუნება შეუძლებელია, ახლა მიშაც, ენმ-ც, კონსტიტუციაც და ქვეყანაც სხვაა




