რუსთავის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფაშიც დაადანაშაულეს.
პროკუტარის თავდაპირველი ბრალდება მარნეულის მკვიდრის მიმართ განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა იყო.
პროკუტარურის მტკიცებით, მოქალაქეს, რომელმაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე მარნეულის მერსა და ბიძინა ივანიშვილს აგინა, თემურ აბაზოვმა სახეში შეაფურთხა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შემდეგ შარდით სახე დაებანა. ამ პროცესის ამსახველი ვიდეომასალა სტუდია მონიტორმა 12 ივნისს გაავრცელა. აბაზოვი ბრალს არ აღიარებს.
მარნეულის ყოფილ მერს ბრალი დაუმძიმდა

reginfo.ge




