ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა

შსს-მ 2.8 კგ ჰეროინის შენახვისთვის ერთი პირი დააკავა

Reuters

შინაგას საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ჰეროინის, უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავა. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 2,8კგ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ბრალდებული სამართალდამცველებმა 2018 წლის 4 სექტემბერს დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას 6 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.

დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა, წარედგინა. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები